კახა კალაძე - შოვი არ არსებობს, განადგურებულია

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ შოვი არ არსებობს, განადგურებულია ყველანაირად. ღვარცოფით არის დაფარული, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სტიქიის ზონაში ყოფნისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან მიუსამძიმრა გარდაცვლილთა ოჯახებს და მადლობა გადაუხადა სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს.

„პირველ რიგში მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს. ძალიან მძიმეა ის უბედურება, რაც მოხდა რაჭაში, კონკრეტულად შოვში. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ შოვი არ არსებობს, განადგურებულია ყველანაირად. ღვარცოფით არის დაფარული.

მე მინდა მადლობა გადავუხადო მაშველებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, პოლიციელებს, მადლობა მოხალისეებს, ჩვენს ჯარისკაცებს. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ტექნიკა მობილიზებულია, ყველა შესაბამისი უწყება ადგილზეა, კოორდინირებულად მუშაობს. საერთო ჯამში 80-მდე ტექნიკაა მობილიზებული. უმძიმესი მდგომარეობაა“, - განაცხადა კალაძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა