კახა კალაძე - ყველა უწყება მობილიზებულია და ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს ამ რთულ ვითარებაში და უბედურების ფონზე - სამწუხაროდ, დავაზღვიოთ სტიქია და უბედურება, შეუძლებელია

ყველა ჩართულია, ყველა უწყება მობილიზებულია და ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს ამ რთულ ვითარებაში და ამ უბედურების ფონზე, რაც სამწუხაროდ დღეს გვაქვს , - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სტიქიის ზონაში ყოფნისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია რა მდგომარეობაა ადგილზე.

„ადამიანებთან შეხვედრას რაც შეეხება - ამის არანაირი პრობლემა არ დგას. ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება და თქვენც გაქვთ საშუალება ნახოთ, გადაიღოთ, რა მდგომარეობაა, როგორც მუშაობს, თუნდაც მძიმე ტექნიკა, როგორ მუშაობენ ადამიანები. ყველა ჩართულია, ყველა უწყება მობილიზებულია და ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს ამ რთულ ვითარებაში და ამ უბედურების ფონზე, რაც სამწუხაროდ დღეს გვაქვს.

სტიქიის და უბედურების აცილება, არ ვიცი. თქვენ ნახავდით ალბათ, კადრებს სლოვენიაშიც უდიდესი სტიქია მოხდა, იტალიაში რამდენიმე თვის წინ ღვარცოფი, წყალდიდობა და უდიდესი უბედურება დატრიალდა. სამწუხაროდ, დავაზღვიოთ სტიქია და ეს უბედურება, შეუძლებელია. მე კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს“, - განაცხადა კალაძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა