თავდაცვის სამინისტრო - თავდაცვის ძალების სამხედროები სტიქიის ზონაში სამუშაოებს აქტიურად განაგრობენ

თავდაცვის ძალების სამხედროები სტიქიის ზონაში სამუშაოებს აქტიურად განაგრობენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დამეწყრილ ტერიტორიაზე, სადაც გადაადგილება შეუძლებელი იყო ასაწყობი საფეხმავლო ხიდები დამონტაჟდა. აღნიშნული კონსტრუქციები სამხედრო მოსამსახურებს და მაშველებს მეტი ფართობის შესწავლისა და გადაადგილების შესაძლებლობას აძლევს.

სამხედროებთან ერთად სტიქიის ზონაში იმყოფებიან თავდაცვის მინისტრი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები. სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ჩართულია აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების სამხედროები, საინჟინრო ქვედანაყოფები და ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა მძიმე ტექნიკითა და სპეციალური აღჭურვილობით, ასევე ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის პირადი შემადგენლობა.

ადგილზე ჯარისკაცები შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის მაშველებთან ერთად მუშაობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება