შსს შოვში სტიქიის მეოთხე დღეს მიმდინარე სამაშველო ღონისძიებაზე ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, სტიქიის მეოთხე დღეს მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ, მიწის მასის დამუშავების დროს ნაპოვნია კიდევ ერთი ცხედარი. მუშაობა განაახლა სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა.

სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, თავდაცვის სამინისტროს და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილზე მუშაობს დრონები და სპეცტექნიკა.

მაშველების მიერ ამ დროისთვის 18 ცხედარია ნაპოვნი. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს