„ეიპიემ ტერმინალს“ ფოთის საოპერაციო გუნდი საზღვაო გადაზიდვების მიმართულებით გადამზადდა

„ეიპიემ ტერმინალს“ ფოთი აგრძელებს მუშაობას უსაფრთხოებისა და პროცესების მუდმივი გაუმჯობესებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის პორტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, Maersk-ის ტრენერმა იოჰან ვან ბერკელმა ახლახან დაასრულა ჩაბმა-გადმოტვირთვის საკითხზე თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი საოპერაციო გუნდის თანამშრომლებისთვის, რის შედეგადაც 8 სერტიფიცირებული თანამშრომელი შეიტანს წვლილს საზღვაო ტვირთების გადაზიდვის ოპერაციებში უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის გაზრდაში.

„განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს თითოეული მონაწილის აქტიურობა, მონდომება და მოტივაცია, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს საოპერაციო პროცესების ოპტიმიზაციას, გემის პორტში დაყოვნების საათების შემცირებასა და მომხმარებლების კმაყოფილების გაზრდას.

შემდეგ ეტაპზე სერტიფიცირებული ტრენერების მიერ მომზადდება სატრენინგო მასალა ქართულ ენაზე, რაც გაზიარებული იქნება კოლეგებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა