მამუკა მდინარაძე - გამაოგნებელია, რომ ასეთი ტრაგედიის ფონზე ვიღაცები ახერხებენ და იცლიან იმისათვის, „ფეიკები“ აკეთონ - ამ ტრაგედიის ირგვლივ მაინც შევძლოთ რამდენიმე დღით გაერთიანება და არ დააბრალო არავის არაფერი

გამაოგნებელია, რომ ასეთი ტრაგედიის ფონზე ვიღაცები ახერხებენ და იცლიან იმისათვის, რომ დასხდნენ და „ფეიკები“ აკეთონ - ყველას მოვუწოდებ, რომ რაღაცნაირად ამ ტრაგედიის ირგვლივ მაინც შევძლოთ რამდენიმე დღით გაერთიანება და არ დააბრალო არავის არაფერი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ მმართველი გუნდის წევრების მიმართ სოციალურ ქსელში გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, რაჭაში მომხდარი ტრაგედიის ფონზე, მსგავსი სიცრუის ტირაჟირება ამაზრზენია.

„სოციალური ქსელი გაჯერებულია მოგონილი ამბებით არაერთ პოლიტიკოსზე განსაკუთრებით იყო კახა კალაძეზე, ირაკლი კობახიძეზე, ჩვენზეც - დანარჩენებზე, ყველაზე... და ამ პერიოდში ადამიანები ახერხებენ და მორალი აძლევთ იმის საშუალებას, რომ დასხდნენ და ისეთი განცხადებები გაავრცელონ, რისი მსგავსიც არ გაუკეთებიათ, აყალბებენ და ამით აბრაზებენ საზოგადოებას. ცოტა ხანი ხომ შეიძლება გაჩერდნენ ეს ადამიანები და უბრალოდ ამ გლოვის დღეს, ასეთი უბედურების დღეებში თავისი ოპონენტის, ამ შემთხვევაში ხელისუფლების რომელიმე ლიდერის, პოლიტიკურ დაზიანებაზე არ იფიქრონ და ამით არ იყვნენ დაკავებული. ყველას მოვუწოდებ, რომ რაღაცნაირად ამ უბედურების, ტრაგედიის ირგვლივ მაინც შევძლოთ რამდენიმე დღით გაერთიანება და არ დააბრალო არავის არაფერი,“ - განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება შოვში არსებულ ვითარებას - როგორც მდინარაძე აღნიშნავს, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 18 ცხედრიდან 4-ის იდენტიფიცირება კვლავ ვერ ხერხდება.

„იცით, რომ 16 ადამიანი იძებნება. 18 აღმოჩენილი ცხედრიდან 4-ის იდენტიფიცირება სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ ხერხდება. დანარჩენები იდენტიფიცირებულები არიან, ამოცნობილები არიან ოჯახის წერების მიერ. ზოგიერთი მათგანის გადასვენებაც მოხდა უკვე. დღეს არის გლოვის დღე და კიდევ ერთხელ ძალიან გულწრფელი სამძიმარს ვუცხადებ თითოეული მათგანის ოჯახს და მთელ საქართველოს“, - განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, დაკარგულებს კი ამ დრომდე ეძებენ. მომხდარის გამო, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო