გორის მერია - გორში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალთან სანთლების ტრადიციული აქცია მოეწყო

გორში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალთან სანთლების ტრადიციული აქცია მოეწყო.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან სომონ გულედანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან ერთად მემორიალი გვირგვინებით შეამკო და პატივი მიაგო გარდაცვლილთა ხსოვნას.

გორის მუნიციპალიტეტის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის განცხადებით, 15 წლის წინ გორმა განსაკუთრებით მძიმე დღეები გამოიარა.

“პირველ რიგში ღრმა მწუხარებას გამოვხატავ რაჭაში დატრიალებული ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს. რაც შეეხება დღევანდელ აქციას, ჩვენ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ 2008 წლის აგვისტო. 15 წლის წინ გორმა განსაკუთრებით მძიმე დღეები გამოიარა. აქ, ამ ადგილას, ტრადიციულად ყოველ წელს ვიკრიბებით და პატივს მივაგებთ იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომს შეეწირა. ყოველთვის ვიამაყებთ ამ ადამიანებით, ქედს ვიხრი მათ წინაშე და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მალე დაიბრუნებს დაკარგულ ტერიტორიებს“,- აღნიშნა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

მათივე ცნობით, ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და მოქალაქეები. მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიდგა ინსტალაცია, სადაც გამოსახული იყო აგვისტოს ომში დაღუპული, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი ჯარისკაცების სახელები და გვარები.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო