თორნიკე რიჟვაძე - დღეს პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის, მისი დამოუკიდებლობისთვის, ქედს ვიხრი მათი გმირობის, მათი ოჯახების წინაშე

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ბათუმში, 8 აგვისტოს გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მომავალში თავიდან იქნას არიდებული ასეთი ტრაგედიები.

„დღეს ერთ-ერთი უმძიმესი დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე გაწირეს ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის, მისი დამოუკიდებლობისთვის. ქედს ვიხრი მათი გმირობის წინაშე, მათი ოჯახების წინაშე. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალში თავიდან იქნას არიდებული ასეთი ტრაგედიები და მშვიდობიანი, პრაგმატული პოლიტიკით შევძლოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ასევე, პატივი მიაგო ქობულეთში, სოფელ ცეცლაურში აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაეშვა.

დევიდ მაკალისტერი - საბოლოო ჯამში, დემოკრატიული ცვლილებები თავად ქართველი ხალხისგან უნდა მოდიოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.01.2025
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს