რა უპირატესობები აქვს ბინის ყიდვას არქიში?

არქი, რომელიც საქართველოში ლიდერი დეველოპერული კომპანიაა პროექტების მრავალფეროვნებითა და ბინების ფართო არჩევანით გამოირჩევა. კომპანიას ამ ეტაპზე 45 დასრულებული და 19 მიმდინარე პროექტი აქვს როგორც თბილისში, ასევე ბათუმსა და ბაკურიანში. ბინის ყიდვა არქიში ნიშნავს კომფორტს, ზრუნვას, უსაფრთხო გარემოსა და განსაკუთრებულ ურთიერთობებს. ჩვენ სწორედ იმ უპირატესობების შესახებ მოგიყვებით, რომლებითაც არქიში ბინის შეძენისას და შეძენის შემდეგ ისარგებლებთ.

ბინის შეძენის პირობები

პირველი უპირატესობა, რომელზეც უნდა გესაუბროთ გადახდის პირობებია. ბინის ყიდვა არქიში შესაძლებელია მომხმარებელზე მორგებული გადახდის პირობებით. არქიში პერსონალური მრჩეველი ესაუბრება ბინის შეძენის მსურველს და ინდივიდუალურ, კომფორტულ გადახდის გრაფიკს უდგენს. ასევე, ყველა ადამიანს, ვისაც ბინის ყიდვა არქიში აქვს გადაწყვეტილი შეუძლია ისარგებლოს 12 წლამდე განვადებით, იმ შემთხვევაშიც, თუ პირველადი შენატანისთვის თანხა არ აქვს. კომპანია სპეციალურ პირობებსა და ფასდაკლებას სთავაზობს იმ ადამიანებსაც, ვისაც ბინის შეძენა ერთიანი გადახდით სურთ.

რა გელოდებათ, როცა არქელი გახდებით

არქის ყველაზე გამორჩეული უპირატესობაა კომპანიის მთავარი პრიორიტეტი - მაცხოვრებლებზე უწყვეტი ზრუნვა. ბინის ყიდვა არქიში განსაკუთრებული ურთიერთობების დასაწყისია, რადგან ბინის მეპატრონე უერთდება არქის დიდ ოჯახს, რომელიც უკვე 30 000-ზე მეტ წევრს აერთიანებს. არქი მუდმივად მართავს მასშტაბურ ღონისძიებებსა და გასართობ აქტივობებს, სადაც სხვადასხვა პროექტებში მცხოვრებ არქელებს იწვევს და მათ შესაძლებლობას აძლევს დრო სასიამოვნოდ გაატარონ, მეზობლებმა ერთმანეთი უკეთ გაიცნონ და დადებითი მოგონებები დააგროვონ.

პროექტების მშენებლობის ხარისხი

ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რომელიც არქის აქვს მშენებლობაში გამოყენებული უმაღლესი ხარისხის მასალებია. არქის ყველა პროექტი შენდება გერმანული ბრენდის YTONG-ის ენერგოეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო ბლოკით. YTONG სამშენებლო ბლოკების წარმოებაში მსოფლიო ლიდერია. Იტონგის ბლოკით აშენებული კედელი დიდხანს ინარჩუნებს ოთახში ტემპერატურას. Შენობის გათბობისას თუ გაგრილებისას 40%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება, რაც კომუნალურ ხარჯებს ამცირებს.

არქის სერვისები

ბინის ყიდვა არქიში კომფორტულად ცხოვრებას ნიშნავს, რადგან კომპანია მაცხოვრებლებს მრავალფეროვან სერვისებს სთავაზობს:

1.არქელებს მოემსახურებათ პირადი ასისტენტი, რომელიც სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტაში დაეხმარებათ და საჭირო ინფორმაციას მიაწვდის.

2.არქიში ბინის შეძენისთანავე ყველა არქელს საჩუქრად გადაეცემა ფასდაკლების ბარათი არქი ქარდი. ამ ბარათით არქელებს ფასდაკლება ელოდებათ არქის პარტნიორ კომპანებიში, სადაც შეძლებენ საუკეთესო ფასად შეიძინონ ყველაფერი, რაც სჭირდებათ და მიიღონ სხვადასხვა მომსახურება.

3.არქი ფიქსი არქელებს ყველანაირი საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარებაში ეხმარება. ეს არის პროფესიონალების გუნდი, რომელიც ოპერატიულად აწესრიგებს სანტექნიკას, ელექტროობას და ასრულებს უნივერსალურ სამუშაოებს.

4.არქი რენთი არის სერვისი, რომელიც ბინის გაქირავებას უზრუნველყოფს. სპეციალურად არქელებისთვის შექმნილი სერვისი მოიცავს პოტენციური მოიჯარეებისთვის შეთავაზების გაკეთებას, მეპატრონისთვის სასურველ მომხარებელთან მოლაპარაკების წარმოებას და ბინის გაქირავების შემდეგ მოიჯარესთან კომუნიკაციას.

ბინის ყიდვა არიქში საუკეთესო არჩევანია, რადგან ლიდერი დეველოპერული კომპანია ბინის შეძენის მსურველებს უმაღლესი ხარისხის პროექტებს, კომფორტს, სრულყოფილ სერვისებს, საუკეთესო გადახდის პირობებსა და უამრავ უპირატესობას სთავაზობს. ეწვიეთ საიტს: www.archi.ge

(R)

კახა კოჟორიძე - აქციების მონაწილეებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის მუხლით აღძრული საქმეები ძალიან ჰგავს ბუზის სპილოდ ქცევის მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.01.2025
სილქნეტის ქსელში „90 დღიანი პაკეტები“ დაბრუნდა!