სილქნეტმა საქართველოს დაჭრილ  მებრძოლთა გუნდს მჯდომარე კალათბურთის ეტლები გადასცა

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდი“ არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობს და დაჭრილი სამხედროების, ვეტერანების დასახმარებლად, მათ გამოცდილებასა და მიდგომებს იზიარებს. წლეულს ფონდმა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია Invictus Games Foundation -ისგან მიიღო გრანტი, რომლითაც დაჭრილ მებრძოლთა გუნდისთვის 10 ერთეული მჯდომარე კალათბურთის ეტლი შეიძინა. გუნდი თანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია და 2014 წლიდან „ძლიერთა თამაშების“ (Invictus Games) არაერთ ტურნირში იღებს მონაწილეობას.

როგორც ფონდში აცხადებენ, დაჭრილი მებრძოლების წარმატებული ასპარეზობისთვის სპორტული ინვენტარის განახლება აუცილებელი იყო. კომპანია სილქნეტმა, რომელიც „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ დამფუძნებელი და მთავარი დონორია, უზრუნველყო მჯდომარე კალათბურთის ეტლების ტრანსპორტირება საქართველომდე.

დაჭრილ მებრძოლთა გუნდი სათანადო მომზადებას უკვე ახალი სპორტული აღჭურვილობით გაივლის და სექტემბერში, დიუსელდორფში, ღირსეულად წარსდგება „ინვიქტუსის მებრძოლთა თამაშებზე“.

თადარიგის კაპიტანი არჩილ აბულაძე: „2008 წელს მივიღე ტრავმა, შინდისის ბრძოლებში. მარცხენა კიდურის დაზიანების მიუხედავად, დავკავდი კალათბურთით. ნამდვილად არ მეგონა, რომ შევძლებდი ასე აქტიურად ჩავრთულიყავი სპორტში. 2019 წლიდან შემოვუერთდი გუნდს, სადაც კალიფორნიის ტურნირზე პირველი ადგილი მოვიპოვეთ. ახალი ეტლები გააუმჯობესებს დიუსელდორფის „ძლიერთა თამაშებისთვის“ ჩვენს მზადებას. სრულფასოვანი ვარჯიშისთვის ყველაფერი გვიწყობს ხელს, ერთადერთი გვაკლდა მაღალი ხარისხის პროფესიული ეტლები, რომელიც დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მიერ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის - Invictus Games Foundation - მიერ გამოყოფილი გრანტით იქნა შეძენილი.“

მჯდომარე კალათბურთის გუნდის წევრი აჰმედ საფაროვი: „დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის მაღალი ხარისხის სპორტულ ინვენტარს, რომელიც მორგებულია ჩვენს საჭიროებებზე, ადაპტირებულია, სწრაფად გადაადგილებაში გვიწყობს ხელს. პირველად გუნდმა 2018 წელს, აშშ-ს ტურნირზე აიღო ბრინჯაოს მედალი, ერთი წლის მერე გავაუმჯობესეთ შედეგი და ოქროს მედლით დავბრუნდით. კალათბურთის თამაში, მძიმე დაზიანებების მიღების შემდეგ დავიწყე. 2015 წლიდან ვვარჯიშობ და მჯდომარე კალათბურთის გუნდის წევრი ვარ. მე ჯარისკაცად ვრჩები და სპორტით ვაგრძელებ ბრძოლას საქართველოს სახელით.“

„დაჭ­რილ მებ­რძოლ­თა თა­ნად­გო­მის ფონ­დი“ 2018 წელს სილ­ქნეტ­მა და­ა­ფუძნა. კომ­პა­ნია ფონდში ყო­ველ­წლი­უ­რად 300 000 ლარს რი­ცხავს. გარ­და ამი­სა, წლი­დან წლამ­დე უფრო მეტ დო­ნორს იზი­დავს და გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი რე­სურ­სით ეხ­მა­რე­ბა დაჭ­რი­ლ მებ­რძო­ლებს და მათი ოჯახის წევრებს. ფონ­დის მი­ზა­ნია, მხარ­ში და­უდ­გეს აფხა­ზე­თი­სა და სა­მა­ჩაბ­ლოს ბრძო­ლებ­ში და სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­სა და ვე­ტე­რა­ნებს, რომ­ლებ­მაც ჯან­მრთე­ლო­ბა შეს­წი­რეს სამ­შობ­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლ მთლი­ა­ნო­ბას და მძი­მე ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბე­ბს, ფონდის დახმარებით უმკლავდებიან.

მხოლოდ მიმდინარე წელს, დაჭრილ ვეტერანებსა და სამხედრო მოსამსახურეებზე, 36 სხვადასხვა სახის მხარდაჭერა განხორციელდა, მათ შორის ბენეფიციართა არასრულწლოვან შვილებსა და მეუღლეებზე. 2023 წელს სრულად, ფონდისგან გაცემული დახმარებების ჯამმა 181 973.74 ლარი შეადგინა. ეს თანხა მოხმარდა გადაუდებელ ოპერაციებს ავსტრიასა და თურქეთში, სამედიცინო მომსახურებას, მედიკამენტებით უზრუნველყოფას, სწავლის დაფინანსებას და სხვა საჭიროებებს.

შემოუერთდი ქველმოქმედებას:

საქველმოქმედო ნომერზე - 0 901 777 771. ზარის საფასური 1 ლარი

დონაციის განხორციელება შესაძლებელია საბანკო ანგარიშებზეც.

(R)

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი