ბორჯომის მერია - რუსთაველის ქუჩაზე, სანაპიროზე სკვერის მოწყობა დასრულდა

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე, სანაპიროზე სკვერის მოწყობა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყო საყრდენი კედელი, შიდა ბილიკები, განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, ფიტნეს-ტრენაჟორები, ფანჩატური, დეკორატიული საბაღე სკამები, სანაგვე ურნები, დამონტაჟდა დეკორატიული ლამპიონები და განხორციელდა გამწვანების სამუშაოები.

მათივე ინფორმაციით, პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა და მისი საერთო ღირებულება 846 155 ლარს შეადგენს. განახლებული სკვერი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა და მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ დაათვალიერეს.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება