შალვა პაპუაშვილი - 3 ვერტმფრენი შეძენილია და მათ მოწოდებას ველოდებით - ამ საკითხის სტიქიასთან დაკავშირება არის აბსოლუტური მანიპულაცია

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არის მანიპულაციური მცდელობა, რომ ვერტმფრენების შეძენის საკითხი რაჭაში მომხდარ სტიქიას დაუკავშირონ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 3 ვერტმფრენი უკვე შეძენილია და მოწოდებას ელოდებიან.

„3 ვერტმფრენი უკვე შეძენილია. ხდება მისი ეტაპობრივი მოწოდება. ამიტომ, ამ კითხვაზე პასუხი გაცემულია. ხელშეკრულება თუ არ ვცდები დაიდო შარშან, არ მინდა თარიღში შევცდე. 3 ვერტმფრენი შეძენილია და მათ მოწოდებას ველოდებით. მეორეა, ამ საკითხის მანიპულაციური დაკავშირება სტიქიასთან. თქვენ დღესაც მოისმინეთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის ბრიფინგი, სადაც ის საუბრობდა როგორ მოხდა ვერტმფრენების მობილიზება, ვერტმფრენები რომ ადგილზე იყვნენ, დღის განათებაში 3 საათის განმავლობაში შეეძლოთ მუშაობა. სითბური სენსორებით აღჭურვილი სპეციალური „დრონები“ მთელი ღამე მუშაობდნენ. ასე რომ ყველა სამაშველო ამოცანა, რაც დასახული იყო, შესრულდა. ერთი საკითხია ის, რომ ვერტმფრენები შეძენილია და მეორე ის, რომ ეს არის მანიპულაციური დაკავშირება“,-განაცხადა პაპუაშვილმა

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა ვერტმფრენების ამ დრომდე შეძენა, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა: „ვერ გეტყვით“.

„თუ თქვენი ინტერესი ვერტმფრენები არის, შეძენილია. ეს საკითხი რატომ გაინტერესებთ? იმიტომ, რომ ცდილობთ მანიპულაციურად დაუკავშიროთ ამ სტიქიას. დამატებითი ვერტმფრენები შეძენილი არის. თუ გაინტერესებთ, ვერტმფრენები თუ არსებობს ამ ქვეყანაში, მგონი თქვენი თვალითაც იხილეთ ვერტმფრენები, რომლებიც სტიქიის ზონაში მუშაობდნენ. მესამე, ამის დაკავშირება სტიქიასთან, არის აბსოლუტური მანიპულაცია ვინაიდან ვერტმფრენები სტიქიის ზონაში იყვნენ, მუშაობდნენ და ყველა საჭირო სამუშაო შეასრულეს ამ ვერტმფრენებით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის