შალვა პაპუაშვილი - 2008 წელი ყველას გვახსოვს, რამდენად მოშლილი იყო მართვა, სამოქალაქო პირები ჩართული იყვნენ სამხედრო გადაწყვეტილებების მიღებაში - კოდორის ხეობა უბრძოლველად იქნა დათმობილი

მიუხედავად იმისა, თუ ვის რა პროფესია და თანამდებობა აქვს დღეს, ყველა ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები და 2008 წელი ყველას გვახსოვს. გვახსოვს, რამდენად მოშლილი იყო მართვა, სამოქალაქო პირები ჩართული იყვნენ სამხედრო გადაწყვეტილებების მიღებაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ქურასბედიანის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ის აღნიშნავს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის ბოლო დღეებში ჩვენთან მართვა და კონტროლი მოშლილი იყო.

მისივე თქმით, კოდორის ხეობა უბრძოლველად იქნა დათმობილი.

„მიუხედავად იმისა, თუ ვის რა პროფესია და თანამდებობა აქვს დღეს, ყველა ვართ ამ ქვეყნის მოქალაქეები და 2008 წელი ყველას გვახსოვს. გვახსოვს, რამდენად მოშლილი იყო მართვა, სამოქალაქო პირები ჩართული იყვნენ სამხედრო გადაწყვეტილებების მიღებაში.

გვახსოვს ის დამოკიდებულება, რომელიც მაშინ ხელისუფლებას ჰქონდა პროცესების მიმართ. გვახსოვს, რომ კოდორის ხეობა უბრძოლველად იქნა დათმობილი.

თავისთავად ძალიან მძიმე იყო იმ ხელისუფლების მიერ მიღებული სხვადასხვა გადაწყვეტილება, რომელიც არ იყო საქართველოსთვის სასიკეთო.

პერიოდულად ასეთი სახის ინფორმაციები ჩნდება და მნიშვნელოვანია, რომ ეს ინფორმაცია და ეს ცოდნა ჩვენმა საზოგადოებამ არ დაკარგოს, შესაბამისი ანალიზი გააკეთოს და მინიმუმ საკუთარი პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის ასეთი დასკვნები გამოიტანოს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ვიცე-პოლკოვნიკმა, ირაკლი ქურასბედიანმა, „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ რომ 2008 წლის აგვისტოს ომის ბოლო დღეებში ჩვენთან მართვა და კონტროლი მოშლილი იყო. მან კოდორის ხეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კოდორის შესანარჩუნებლად ძალები საკმარისი იყო, მაგრამ მომზადება ვერ მოესწრო.

„ძალები, ცალკე აღებული კოდორისთვის შესანარჩუნებლად და არა მარტო კოდორისთვის, გეტყვით, რომ ის ძალები საკმარისი იყო, ასე ვთქვათ, სვანეთის შესანარჩუნებლად. მაგრამ საქმე ის იყო, რომ ვერ მოესწრო მომზადება... ხაიშსა და ზუგდიდს შორის [დამაკავშირებელი გზის გადაკეტვა]. ამ დროს ერთადერთი გზა არის და ძალიან მარტივად შეიძლებოდა ამის გაკეთება, მაგრამ ისევ და ისევ მართვა და კონტროლი ბოლო დღეებში საკმაოდ მოშლილი იყო“, - აღნიშნა ვიცე-პოლკოვნიკმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო