გიორგი წერეთელი - რიკოთის მშენებელი და საზედამხედველო კომპანიები საერთაშორისო ტენდერით, დონორების მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ შეირჩა

რიკოთის მშენებლობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ფინანსდება. ყველა სამშენებლო თუ საზედამხედველო კომპანიის შერჩევა, მათი მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ მოხდა. ყველა შერჩეული კომპანია არის მაღალი კვალიფიკაციის და საერთაშორისო დონის, ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა განაცხადა.

გიორგი წერეთლის თქმით, რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის რევიზია გააკეთეს საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა. რევიზიის შემდგომი დასკვნა იყო დადებითი. რევიზიის პროცესში მონაწილეობდნენ ბრიტანელი, ავსტრალიელი, იტალიელი, გამოცდილი სპეციალისტები. პროექტის სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიები შეირჩა შესაბამისი წესების დაცვით.

გიორგი წერეთელმა ჩინურ კომპანიებსა და მათ მიმართ წაყენებულ ბრალდებებზეც გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ პროექტს ზედამხედველობენ ფრანგული, თურქული და კორეული საზედამხედველო კომპანიები. სამშენებლო სამუშაოებს კი, აწარმოებენ გამოცდილი კომპანიები და არცერთი სამშენებლო კომპანია, ხელშეკრულების გაფორმებისას, არ იყო სანქცირებული.

„2019 წლიდან მიმდინარეობს რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის პროექტი, რომლის ფარგლებშიც 97 ხიდი და 51 გვირაბი შენდება და ვერცერთ კონკრეტულ ფაქტს ვერ მოიყვანთ კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით. აღნიშნულ პროექტს ახორციელებენ საერთაშორისო დონის კომპანიები, ასევე, მათ ზედამხედველობენ საერთაშორისო კომპანიები, რომელშიც დასაქმებულები არიან შესაბამისი გამოცდილების მქონე უცხოელი სპეციალისტები. ეს კომპანიები შერჩეულია ღია ტენდერის საფუძველზე, რომელშიც სხვა ქვეყნების კომპანიებიც იღებდნენ მონაწილეობას. გაიმარჯვეს იმ კომპანიებმა, რომლებმაც დააკმაყოფილა დონორ ორგანიზაციებთან შეთანხმებული პირობები. ამ დონორებთან შეთანხმებით გაფორმდა ხელშეკრულებებიც. კიდევ ვიმეორებ, სრული პასუხისმგებლობით, ყველა კომპანია, რომელიც შერჩეულია რიკოთის უღელტეხილზე, კონტრაქტის გაფორმების პერიოდში, არ იყო შავ სიაში“, - განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ.

გიორგი წერეთლის განმარტებით, როგორც შესყიდვის პროცედურები, ისე გამარჯვებული კომპანიის გამოსავლენად აუცილებელი კრიტერიუმები შეთანხმებული იყო საერთაშორისო საფინანსო (დონორ) ორგანიზაციებთან. შესაბამისად, აბსურდული და უსაფუძვლოა ყველა ბრალდება, მათ შორის კორუფციულ გარიგებებზე.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა