ENERGO-PRO ჯგუფმა 300 000 000 ევროს ღირებულების ობლიგაციების გამოშვება წარმატებით დაასრულა

სს "ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის" დედა კომპანიამ, ENERGO-PRO a.s-მა, უკვე მეოთხედ წარმატებით გამოუშვა 300 მილიონი ევროს არასუბორდინირებული და არაუზრუნველყოფილი ობლიგაციები.

ეს ემისია პირველად არის გარანტირებული წამყვანი ამერიკული ფინანსური ინსტიტუტის, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC)–ის მიერ. ასევე ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც DFC-ს გარანტირებული აქვს მსგავსი ტრანზაქცია ევროპაში.

„ობლიგაციების ვადა 12 წელია და მისი სრულად დაფარვა მოხდება 2035 წლის 27 ივლისს. ობლიგაციის წლიური ფიქსირებული განაკვეთი შეადგენს 4.3 %-ს.

ობლიგაციის მოსალოდნელი რეიტინგია Aa1/სტაბილური Moody’s-სგან. Goldman Sachs Bank Europe SE მოქმედებდა, როგორც გარიგების ერთპიროვნული საერთაშორისო კოორდინატორი და ერთპიროვნული რეგისტრატორი.

DFC არის აშშ მთავრობის განვითარების საფინანსო ორგანიზაცია, მისი ვალდებულებები მხარდაჭერილია ამერიკის მთავრობის სრული ნდობით და საიმედოობით. აღნიშნული გარანტია მიღებულია როგორც DFC-ის საქმიანობის ნაწილი, მხარდაჭერა გაუწიოს ენერგეტიკის და ენერგეტიკასთან დაკავშირებულ ინვესტიციებს ევროპის და აზიის ქვეყნებში, ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების და დივერსიფიკაციის აქტის-ის შესაბამისად“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ENERGO-PRO ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა, პეტრ მილევმა, აღნიშნულ გარიგებაზე განაცხადა, რომ “ეს არის მართლაც პრინციპულად მნიშვნელოვანი და გარდამტეხი გარიგება ENERGO-PRO-სთვის, რისი საშუალებითაც ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა ცვალებადი საერთაშორისო კაპიტალური ბაზრის პირობებში მივაღწიოთ გრძელვადიან დაფინანსებას უაღრესად მიმზიდველი ფასით.

„ჩვენთვის დიდი პატივია გვქონდეს ნდობა ისეთი აღიარებული პარტნიორისგან როგორიცაა DFC, მოუთმენლად ველით მათთან მუშაობას ჩვენს აქტივებისა და ჩვენი ბიზნესის გარემოსდაცვითი და სოციალური ასპექტების გასაუმჯობესებლად“, - აღნიშნა პეტრ მილევმა.

„ENERGO-PRO ჯგუფმა დაასრულა გრძელვადიანი დაფინანსების ხელსაყრელ პირობებში მოზიდვა. კლასიკურ ობლიგაციებთან შედარებით, რომლებითაც აქამდე ფინანსდებოდა ჯგუფი, გარანტიამ ჯგუფს მისცა საშუალება მოეზიდა სახსრები ძალიან მიმზიდველ ფასად, უფრო ხანგრძლივი ვადით და ეს ყველაფერი საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე მუდმივი არასტაბილურობის დროს“, - განაცხადა "ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, მიხეილ ბოცვაძემ.

„ჯგუფი განაგრძობს წარმატებულ განვითარებას სხვადასხვა ქვეყანაში, ხდება ახალი ბაზრების, შესაძლებლობების გაანალიზება და ჯგუფის გეოგრაფიის გაფართოება.

მიუხედავად ბევრი პრობლემისა და სამწუხარო დაბრკოლებებისა, ვამაყობთ, რომ კვლავ ვინარჩუნებთ ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორის პოზიციას საქართველოშიც. დარწმუნებული ვარ რომ გავუმკლავდებით, ყველა იმ გამოწვევას რომლებიც, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მენეჯმენტის დიდი მონდომების მიუხედავად, კვლავ არსებობს. საბოლოო მიზნებად კი კვლავ რჩება ერთის მხრივ მომსახურების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და ამისთვის საჭირო შესაბამისი პირობების მიღწევა, ხოლო მეორეს მხრივ, თბო და ჰიდროსადგურების შეუფერხებელი, უდანაკარგო ოპერირება“,- განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ.

(R)

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი