სასამართლომ რუსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულთა საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ, რუსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებულთა საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

მოსამართლემ, ჯამში, 23 პირის საქმე განიხილა, 20 პირი სამართალდარღვევად ცნო და დაკავებული აქციის მონაწილეები, 2000-2500 და 3500 ლარით დააჯარიმა. ერთი პირის მიმართ საქმის წარმოება შეწყდა, კიდევ ერთ დაკავებულს მოსამართლემ სიტყვიერი შენიშვნა მისცა, ხოლო ერთის სასამართლო პროცესი სექტემბერში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ აქციაზე დაკავებულთა შორის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ლევან ანთაძის შვილი იყო, მის საქმესთან დაკავშირებით მოსამართლე სხდომას სექტემბერში გამართავს.

ამასთან, რუსული საკრუიზო ლაინერის წინააღმდეგ აქციაში დაკავებული პირები აცხადებდნენ, რომ დაკავებისას სამართალდამცავების მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი. ისინი ამბობდნენ, რომ აქცია მშვიდობიანი იყო და სამართალდამცავებმა უკანონოდ დააკავეს. 23 პირს შორის უკრაინის ორი მოქალაქე იყო.

ცნობისთვის, სოჭიდან წამოსული საკრუიზო ლაინერის ბათუმის პორტში შემოსვლას მოქალაქეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეთა შორის რამდენჯერმე ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 23 პირი დააკავეს.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება