ქუთაისის მერია - იოსებ ხახალეიშვილმა 100 წლის ქუთაისელს, სოფია მირიანოვას იუბილე მიულოცა

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა 100 წლის ქუთაისელს, სოფია მირიანოვას იუბილე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფია მირიანოვა პროფესიით ინჟინერ-მანქანათმშენებელია, 70 წლის მანძილზე სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და ასევე, იყო ინსტიტუტის სასწავლო ნაწილის გამგე.

„გილოცავთ 100 წლის იუბილეს! მინდა დიდხანს სიცოცხლე და მხნეობა გისურვოთ. თქვენი ღვაწლი ჩვენს ქალაქში ყოველთვის დაფასებული იქნება“, - მიმართა სოფიო მირიანოვას იოსებ ხახალეიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - რუსეთში არსებული ვითარება არაპროგნოზირებადია, მართვას არ ექვემდებარება და თავისი ლოგიკით ვითარდება, ეს კი ძალიან სახიფათოა თავად რუსეთისთვის და მისი მეზობლებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 30.04.2026
აერობიკა და პილატესი – ძლიერი სხეული, გაუმჯობესებული მოქნილობა და ამაღლებული განწყობა
გლობალური ტექნიკის ბრენდი „Tineco“ საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის