შს მინისტრი - ჩვენ ვართ კავკასიონის ქედზე მცხოვრები ერი, ჩვენ სადაც ვცხოვრობთ, არის წამის თემა, რა მოწყობილობაც არ უნდა დავაყენოთ - პრობლემა ყველგან შეიძლება მოხდეს, სამწუხაროდ, ვერ გავექცევით, ჰავაიზე 100 ადამიანი დაიწვა

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, რაც რაჭაში სტიქიის დროს მოხდა, ყველგან შეიძლება დაფიქსირდეს.

„ეს ბუნებრივი შემთხვევა არის და შეიძლება ყველგან მოხდეს, არა მარტო აქ, ყველგან. მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენ ვართ კავკასიონის ქედზე მცხოვრები ერი, ასე რომ მოვყვეთ, რატომ არ იყო ეს ხალხი, რატომ არ იყო მოწყობილობები, ჩვენ სადაც ვცხოვრობთ, არის წამის თემა. რა მოწყობილობაც არ უნდა დავაყენოთ, ათასობით ოჯახია, რომელიც მაშინ უნდა გავასახლოთ, დაწყებული ლაგოდეხიდან, ყვარლიდან, დამთავრებული აქამდე და კიდევ ყაზბეგამდე ჩასული. ყველგან შეიძლება პრობლემა მოხდეს, წყალი ადიდდეს, სამწუხაროდ, ვერ გავექცევით. რაც ჰავაიზე მოხდა, 100 ადამიანი დაიწვა და 100-ზე მეტი დაკარგულია. აშშ, ჩვენზე ბევრად ძლიერი ქვეყანა, ვერტმფრენებიც ჰყავთ, ჩვენზე მაგარი ავიაცია, მაგრამ მოხდა. ხდება, რა ვქნათ, ბუნებაა. სამწუხაროა, დიდი უბედურება მოხდა“,-განაცხადა გომელაურმა.

კითხვაზე, წინასწარი შეტყობინების სისტემა დამონტაჟებული რომ ყოფილიყო, მინიმუმამდე დაყვანილი იქნებოდა თუ არა, ან ავიცილებდით თუ არა ადამიანურ ტრაგედიას, ვახტანგ გომელაურმა უპასუხა, რომ ეს მეწყრის სიჩქარეზე იქნებოდა დამოკიდებული.

„რა სიჩქარით მოძრაობდა მეწყერი, თუ დაახლოებით 1 წუთში, ვერაფერს აიცილებდი და თუ 10-12 წუთი მოუნდა, ეს უკვე ექსპერტებმა უნდა თქვან, მე მაგას ვერ გეტყვით, რამდენ წუთში ჩამოვიდა ეს მეწყერი“, - განაცხადა გომელაურმა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ პრემიერის დავალებით სამძებრო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

„გამოძიება დაიწყო და მერწმუნეთ, მე დილას ჩამოვფრინდი, მაგრამ ბატონი პრემიერის დავალებით, ყველა გადართული ვართ მთლიანად აქ, რომ ეს 9 ადამიანი ვიპოვოთ“ , - განაცხადა გომელაურმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობა დადგეს, გომელაურმა უპასუხა: „არ ვიცი, ვნახოთ“.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა