ვახტანგ გომელაური სტიქიის ზონაში დაკარგული პირების ოჯახის წევრებს შეხვდა და გარდაცვლილთა ახლობლებს მიუსამძიმრა

შინაგან საქმეთა მინისტრი, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაკარგული პირების ოჯახის წევრებს შეხვდა და გარდაცვლილთა ახლობლებს მიუსამძიმრა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა სტიქიის ზონა ვერტმფრენიდან დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოების მასშტაბებსა და ძებნა-შველის სამუშაოებს დეტალურად გაეცნო.

ვახტანგ გომელაური სტიქიის ეპიცენტრში მომუშავე მეხანძრე-მაშველებსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს გაესაუბრა და ძებნა-შველის ღონისძიებებს დაესწრო.

მინისტრმა სამუშაო შეხვედრა საველე შტაბშიც გამართა, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილისგან არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიიღო.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება