გიორგი კაპანაძე - ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის ძირითადი საფუძველი იყო თუ როგორ ჩაიგდონ ხელში ივანიშვილმა და მისმა ბიზნეს-პარტნიორებმა ანაკლიის პორტის მშენებლობა და შემდეგ მისი მართვა, მათ შორის ჩინური კომპანიების გამოყენებით

ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის ძირითადი საფუძველი იყო თუ როგორ ჩაიგდონ ხელში, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ბიზნეს-პარტნიორებმა ანაკლიის პორტის მშენებლობა და შემდეგ მისი მართვა, მათ შორის ჩინური კომპანიების გამოყენებით, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი კაპანაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თუ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა თავისი გეგმები ბოლომდე მიიყვანა და "ანაკლიის პორტი საქართველოს წაართვა, პროექტი რომც განხორციელდეს, თავის ძირითად დანიშნულებას დაკარგავს და რუსულ, ოლიგარქიულ პლაცდარმად გადაიქცევა".

“პრემიერ ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის ძირითადი საფუძველი იყო გზების მოძებნა იმის შესახებ, თუ როგორ ჩაიგდონ ხელში, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ბიზნეს-პარტნიორებმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა და შემდეგ მისი მართვა, მათ შორის, ჩინური კომპანიების გამოყენებით. ივანიშვილის მიზანია, ანაკლიის პორტის მშენებლობა-მართვაზე ზუსტად იმ სქემით მოიპოვოს გავლენა, რაც აქვს ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში. მისი მფლობელია “ჩაინა ენერჯი”, მაგრამ მას მართავს სულ სხვა კომპანია, რომლის უკან, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ივანიშვილის კლანის კუთვნილი შპს დგას. ღარიბაშვილის ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერებთან შეხვედრა სწორედ მსგავსი სქემის ამოქმედებას ეხებოდა - ახლა უკვე ანაკლიის პორტთან დაკავშირებით. არადა, მაშინ, როდესაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ორგანიზება პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაიწყო, ამ პროექტს, გარდა ეკონომიკური სიკეთისა, ჩვენი ქვეყნისათვის უსაფრთხოების გარანტიები უნდა მოეტანა, თუმცა, თუ ივანიშვილმა თავისი გეგმები ბოლომდე მიიყვანა და ანაკლიის პორტი საქართველოს წაართვა, პროექტი რომც განხორციელდეს, თავის ძირითად დანიშნულებას დაკარგავს და რუსულ, ოლიგარქიულ პლაცდარმად გადაიქცევა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე რომ ჩინური კომპანია, პორტს ზუსტად იგივე ხარისხით ააშენებს, როგორი ხარისხითაც აშენებს რიკოთის მაგისტრალს, სადაც გვირაბები იშლება და გზები პერიოდულად იხერგება,” - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო