სამხარეო ადმინისტრაცია - სოფელ მუხურიდან ტობავარჩხილის მიმართულებით, გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესის გამო, ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეწყვეტილია

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურიდან ტბა ტობავარჩხილის მიმართულებით, გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესის გამო, ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეწყვეტილია, - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

„სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე, ადგილზე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები იმყოფებოდნენ. ველოდებით შესაბამის დასკვნას, რის შემდეგაც რეკომენდაციით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა