შს მინისტრი მამისონის სასაზღვრო სექტორში იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური მეორე დღეა რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში იმყოფება. მინისტრი სტიქიის ზონიდან მამისონის სასაზღვრო სექტორზე გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვახტანგ გომელაური რაჭაში, სასაზღვრო სექტორში არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნო.

„მინისტრი სექტორში მომუშავე მესაზღვრეებს შეხვდა, გაესაუბრა და მათგან სასაზღვრო სექტორში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

სტიქიის ღამეს, მამისონის სექტორში მომუშავე მესაზღვრეებმა 8 ადამიანის, სასაზღვრო სექტორში უსაფრთხოდ გადაყვანა უზრუნველყვეს და მათ უსაფრთხოებაზე მთელი ღამის განმავლობაში ზრუნავდნენ.

მამისონის სასაზღვრო სექტორში მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე, სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა