ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის პროექტში ჩართულია გარემოსდაცვითი მიმართულების 23 ექსპერტი

რიკოთის პროექტში ჩართულია გარემოსდაცვითი მიმართულების 23 ექსპერტი, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, რიკოთთან დაკავშირებული ხელოვნური დაძაბულობის და დაშინების მცდელობა, რომელიც ახლაც გრძელდება, არის უსაფუძვლო.

„ჩვენი მოსახლეობის სიმშვიდისთვის, კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო: რიკოთზე ამჟამად მოქმედებს სპეციალური რეჟიმი, რომელიც დაწესდა 149-ე კმ-ზე, ძველი გზიდან 200 მეტრში, ჩვენივე მონიტორინგის საფუძველზე აღმოჩენილი შესაძლო მეწყრული კერის გამო, სადაც წინასწარ გაკეთდა ყველაფერი საფრთხის მაქსიმალურად შესამცირებლად და ამ მოქმედებათა შედეგად, გზაზე მოძრაობა არის სრულიად უსაფრთხო. რიკოთის 149 კმ-ზე მეწყერი არ განვითარებულა”, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

როგორც მან განმარტა, რამდენიმე დღის წინ გამართა ბრიფინგი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობასთან დაკავშირებით, რათა საზოგადოებას არ დარჩენოდა პასუხგაუცემელი კითხვები, თუმცა ზოგიერთი ოპონენტი მაინც აგრძელებს დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებას.

მინისტრი, ასევე, შეეხო გარემოსდაცვითი აუდიტის საკითხებს და აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ფინანსურ და ტექნიკურ აუდიტთან დაკავშირებულ თემებზე, ოპონენტებმა მოისმინეს არგუმენტირებული და დასაბუთებული პასუხები, წამოჭრეს გარემოსდაცვითი აუდიტის თემები.

,,იმისთვის, რომ დარწმუნდეთ გარემოსდაცვის მიმართულების უწყვეტი მექანიზმის არსებობაში, პროექტის დაწყებიდან დღემდე, ვეცდები მოკლედ მოგახსენოთ : რიკოთის ოთხივე მონაკვეთზე მომზადებულია გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი, ეგრეთ წოდებული გზშ. გზშ-ები მომზადებულია საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნების შესაბამისად. ოთხივეს ჩაუტარდა აუდიტი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაქირავებული კონსულტანტების მიერ. შემდეგ კი, დამტკიცდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ. გზშ-ები საჯარო და ხელმისაწვდომია, მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ვებ გვერდებზე’’, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის თქმით, გარემოსდაცვითი მიმართულებით, პროექტში ჩართულია 23 ექსპერტი, კონტრაქტორებისა და საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიის გარემოს დაცვის სპეციალისტები, დეპარტამენტისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დამოუკიდებელი გარემოსდაცვის კონსულტანტები და სპეციალისტები.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება