ყაზახეთის დელეგაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს ეწვია

გასულ კვირას, საქართველოში ყაზახეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი ყაზახეთის ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების მინისტრთან, მარატ კარაბაევთან ერთად, ფოთის საზღვაო ნავსადგურს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, დელეგაციის წევრებმა ნავსადგურის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მიმდინარე წელს გაზრდილი ტვირთბრუნვის ფონზე, შუა დერეფნის პოტენციალის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

„ჩვენს სატრანსპორტო დერეფანში მზარდმა ტვირთბრუნვამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და სიმძლავრეების გაზრდა, დერეფნის მონაწილე სუბიექტებს შორის მჭიდრო კოორდინაცია, მულტიმოდალური გადაზიდვების და ოპერაციების ეფექტურობის ამაღლება“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ყაზახ კოლეგებთან და სამთავრობო უწყებებთან ერთად აქტიურადაა ჩართული შუა დერეფნის განვითარების სამუშაო პროცესში, რაც ქვეყანას დაეხმარება კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და მზარდი ტვირთნაკადის მისაღებად სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა