სოფელ გლოლაში შოვის სტიქიის შედეგად გარდაცვლილები - გენადი სულთანიშვილი და სოფო ბაკურაძე დაკრძალეს

სოფელ გლოლაში შოვის სტიქიის შედეგად გარდაცვლილები - გენადი სულთანიშვილი და სოფო ბაკურაძე დაკრძალეს

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში, 3 აგვისტოს შოვის სტიქიის შედეგად, ფოლკლორული ანსამბლის ,,ბუბა" სოლისტი გენადი სულთანიშვილი და სოფელ გლოლის მკვიდრი სოფო ბაკურაძე დაკრძალეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამოქალაქო პანაშვიდზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ და გარდაცვლილი მოქალაქეების ხსოვნას პატივი მიაგეს.