"საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" განცხადებას ავრცელებს

"საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" განცხადებას ავრცელებს

შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" განცხადებას ავრცელებს.

კომპანიის ინფორმაციით, რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის 27 კმ-ზე მოხდა გაზსადენის დაზიანება გარეშე ორგანიზაციის მიერ, რის გამოც გაზის მიწოდება შეუწყდა იორმუღანლოს გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.

ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფი რათა, უმოკლეს ვადებში აღმოიფხვრას არსებული პრობლემა.