ლევან ანდრიაშვილი თელავში საჩოგბურთო კორტებზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

თელავის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან ანდრიაშვილი პირველ მოადგილესთან, ნიკოლოზ მეტრეველთან ერთად, თელავის ჩოგბურთის კორტების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სამუშაოები ითვალისწინებს 6 ღია და 2 დახურული ჩოგბურთის კორტის მოწყობას, უკვე არსებული დამხმარე შენობის სრულ რეაბილიტაციას, სადაც განთავსდება გასახდელები, მწვრთნელების და სპორტსმენებისათვის განკუთვნილი ოთახები. ასევე, მოეწყობა შშმ პირთათვის ადაპტირებული ტრიბუნები და სველი წერტილები.

თელავის მერის, ლევან ანდრიაშვილის განცხადებით, პროექტის ფარგლებში მოხდა კომპლექსის სრული მოდერნიზება, გადაიხურა ორი ჰარდის ტიპის კორტი და მოეწყო ტრიბუნა. სრულად რეაბილიტირდა 6 თიხის კორტი, ადმინისტრაციული და გასახდელი შენობები, ასევე მაყურებელთა ტრიბუნები, მოეწყო ორი სავარჯიშო კორტი, განათების სისტემა და სხვა ინფრასტრუქტურა.

,,თელავის საჩოგბურთო კორტები რეგიონული მნიშვნელობის არის, ვინაიდან მსგავსი ინფრასტრუქტურა კახეთის მასშტაბით არსად გვხვდება.

გასულ წლებში მხოლოდ ღია მოედნები ფუნქციონირებდა, კომპლექსი სეზონურად იყო დატვირთული. ზამთარში ან უამინდობის დროს მოსწავლეებს და სპორტსმენებს მომზადება უწევდათ სხვა სპორტულ დარბაზებში, რაც არ არის მიზანშეწონილი. მიუხედავად მაღალი მოთხოვნისა, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო, შეზღუდული იყო საერთაშორისო დონის ტურნირების ჩატარება.

პროექტის განხორციელებით თელავის, როგორც რეგიონული ცენტრის მნიშვნელობა გაიზრდება, ხელი შეეწყობა ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას, მოხდება ჩოგბურთის, როგორც სპორტული მიმართულების პოპულარიზაცია და საჩოგბურთო ბაზის რეგიონული მნიშვნელობის გაძლიერება”, - განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.

ჩოგბურთის კორტების რეაბილიტაცია საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის (PRDIP) ფარგლებში ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება 4 მლნ. ლარს შეადგენს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო