„ვებომეტრიქსის“ კვლევებით ბსუ საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების რეიტინგის ხუთეულშია

„ვებომეტრიქსის“ კვლევების მიხედვით, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეიტინგში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტების ხუთეულშია.

ამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ორგანიზაცია იკვლევს უნივერსიტეტების სამეცნიერო წარმატებას, ღიაობას და მათი ონლაინ-რესურსების გავლენიანობას. სამეცნიერო კრიტერიუმები ითვალისწინებს უნივერსიტეტის აკადემიური პუბლიკაციების ციტირებას საერთაშორისო სამეცნიერო ბაზაში.

ინფორმაციის თანახმად, „ვებომეტრიქსი“ მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგებს წელიწადში ორჯერ იკვლევს და მოიცავს 31 ათასამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას 200-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/cDOR4

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის