თავდაცვის ძალების მეთაური შოვში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური სტიქიის ზონაში იმყოფებოდა და შესრულებულ და მიმდინარე ძებნა-შველის სამუშაოებს გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს საველე მართვის პუნქტში თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კახა ტაბატაძემ თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის ჩართულობის, მათი უშუალო დავალებების, მიზიდული ტექნიკისა და ლოკაციების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, გიორგი მათიაშვილი საძიებო სამუშაოების ადგილზეც იმყოფებოდა, ჯარისკაცებს გაესაუბრა და მათ მადლობა გადაუხადა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართული არიან აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფები, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა