მიხეილ სარჯველაძე - არავითარი მიზეზი ვარაუდისა, რომ რომელიმე მოხელეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ნამდვილად არ მინახავს - შეიძლება ოპოზიციის სურვილია, ასე იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვარაუდისთვის საკმარისი მიზეზი არსებობს

არავითარი მიზეზი ვარაუდისა, რომ რომელიმე მოხელეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ამ ეტაპზე, ნამდვილად არ მინახავს - შეიძლება ოპოზიციის სურვილია, ეს ასე იყოს, მაგრამ ეს ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ ვარაუდისთვის საკმარისი მიზეზი არსებობს, - ასე პასუხობს მმართველი პარტიის წარმომადგენელი მიხეილ სარჯველაძე "ლელოს", რომელიც გენერალურ პროკურატურას რაჭაში მომხდარ სტიქიაზე სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყების მოთხოვნით მიმართავს.

სარჯველაძის აზრით, ოპოზიციის მხრიდან შოვის ტრაგედიაზე ქულების დაწერის მოტივაცია ჩანს და ყველა ვიწროპარტიული ინტერესების დაკმაყოფილებას ცდილობს. უმრავლესობის დეპუტატი ამ კონტექსტში განიხილავს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივასაც.

"ობიექტურად არავითარი მიზეზი არა მაქვს იმის ვარაუდისა, რომ რომელიმე სახელმწიფო მოხელის მხრიდან დანაშაულს აქვს ადგილი.

საკითხის ირგვლივ ძიება მიმდინარეობს. ოპოზიციონერს ვის რა მოეჩვენება ან ვის რა მიაჩნია სასურველად, ხელსაყრელად, ეს კი არ არის გამოძიების დაწყების საბაბი და საფუძველი, არამედ კონკრეტულ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება იწყება და ის თუ რა გამოჩნდება, შემდგომი საპროცესო მოქმედებებიც ამის მიხედვით ყალიბდება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

სარჯველაძის თქმით, "არავის არაფერი აქვს დასამალი".

"როდესაც საუბარია საპარლამენტო მექანიზმების გამოყენებაზე, ჩვენი მხრიდან საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ რელევანტური საგამოძიებო მექანიზმები იქნას გამოყენებული. ამ მოწვევის პარლამენტმა, ამ რეგლამენტის პირობებში არაერთხელ დაამტკიცა, რომ არ არსებობს კითხვა, რომელთა დაკავშირებითაც შეიძლება პასუხს გავურბოდეთ.

ყველა გაჩენილ კითხვაზე პასუხი არსებობს", - განაცხადა სარჯველაძემ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება