ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს კატერი დაეჯახა

ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცს კატერი დაეჯახა.

როგორც “ინტერპრესნიუსთან” ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო, იგი უგონო მდგომარეობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

მათი თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს დაზიანება თავის არეში აქვს მიღებული.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების წარმომადგენლები და სამართალდამცავები იმყოფებოდნენ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს