ზუგდიდში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. მას გამოკვლევები უტარდება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. შემთხვევის გამომწვევ სავარაუდო მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.