ხობში მსუბუქი ავტომობილისა და ტრაილერის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვალონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი „ტოიოტა პრიუსი“ ტრაილერს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად, მსუბუქ ავტომობილში მყოფი ორი ქალი მრავლობითი მოტეხილობებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში 7 წლის ბავშვიც იმყოფებოდა, თუმცა მას დაზიანებები არ მიუღია. შემთხვევის შედეგად მოძრაობა პარალიზებულია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს