გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გზის სამი მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით, გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
„მალე დაიწყება: გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია ძმები რომელაშვილების ქუჩიდან რაგბის მოედნამდე - 235 მეტრი; შარტავას ქუჩის მონაკვეთის რეაბილიტაცია თოიძის ქუჩიდან მელიქიშვილის ჩიხამდე - 250 მეტრი; ხიდისთავში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია - 494 მეტრი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ინფორმაციის თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 701 220 ლარია.