ქუთაისის მერიის განათლების განყოფილების მიერ ორგანიზებული საზაფხულო ბანაკი დასრულდა

ქუთაისის მერიის განათლების განყოფილების მიერ ორგანიზებული საზაფხულო ბანაკი დასრულდა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების მიერ ორგანიზებული საზაფხულო ბანაკი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქალაქის საჯარო სკოლების მე-8, მე-9, მე-10 კლასის წარმატებული მოსწავლეებისთვის საზაფხულო ბანაკი სამ ნაკადად მოაწყო და მასში მონაწილეობა 120-მა ახალგაზრდამ მიიღო.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პირველი აგვისტოდან 16 აგვისტოს ჩათვლით, დაბა ბაკურიანში, ბანაკის მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები რამდენიმე თემაზე: დამოუკიდებლად სწავლის უნარების გაძლიერება, დროის მენეჯმენტი, გუნდური მუშაობა, კარიერის დაგეგმვა, მოხალისეობა, ადვოკატირება, კონკურსების საპროექტო განაცხადის შედგენისა და დონორების მოძიების პრაქტიკული ჩვევების შეძენა.