ყაზბეგის მერი - დაბა სტეფანწმინდაში დამეწყრილი ტერიტორია სპეციალური ტექნიკით გაიწმინდა, ადგილზე არსებულ ვითარებას გეოლოგები სწავლობენ

დაბა სტეფანწმინდაში დამეწყრილი ტერიტორია სპეციალური ტექნიკით გაიწმინდა, ადგილზე არსებულ ვითარებას კი დღეს დილიდან გეოლოგები სწავლობენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა, ბაკურ ავსაჯანიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, დაბაში მეწყერი გუშინ, საღამოს საათებში, მცირე ფართობზე ჩამოწვა და მას დასახლებული პუნქტებისთვის საფრთხე არ შეუქმნია.

როგორც მერი აღნიშნავს, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, დაბა სტეფანწმინდაში ეს მეწყრის ჩამოწოლის პირველი შემთხვევა არ არის.

„გუშინ, დაახლოებით, საღამოს 5-6 საათი იქნებოდა მეწყერი რომ ჩამოწვა. მოსახლეობისთვის საშიშროება არ შეუქმნია, არ მისულა დასახლებულ პუნქტამდე. უბრალოდ, ძალიან დიდი ნალექი იყო და ამ ნალექის შედეგად, დიდი წყალი წამოვიდა დაბაში, ძირითადად, გერგეტის უბანზე. გუშინვე მოხდა გაწმენდითი სამუშაოები. ტექნიკამ იმუშავა ადგილზე, არხი გაჭრა, რომ მოსახლეობის მხარეს არ წასულიყო წყლის დიდი მასა. დღეს, დილიდან ჩამოსულები არიან გეოლოგები და ადგილს შეისწავლიან,“ - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“.

ბაკო ხელაძე - ირანში ისლამური რესპუბლიკის ყოფნა არ ყოფნის საკითხი წყდება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.01.2026
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა
სესხის მართვა ერთი შეხებით: Scapp აპლიკაციას გადახდების ფუნქცია დაემატა
ალტე უნივერსიტეტის სტუდენტებს ფრანგული დიპლომის მიღების შესაძლებლობა ექნებათ