ლაშა ფარულავა - საქართველოს მთავრობის მიერ კორუფციული ინტერესებით შერჩეული ჩინური კომპანია ახალ ჩქაროსნულ მაგისტრალს რიკოთის უღელტეხილზე ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე აშენებს, რასაც ადამიანის სიცოცხლე შეეწირა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, რიკოთის უღელტეხილზე ახალი მაგისტრალის ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე მშენებლობას ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

როგორც ლაშა ფარულავამ აღნიშნა, ჩინური კომპანია, რომელიც ახალ ჩქაროსნულ მაგისტრალს აშენებს, საქართველოს მთავრობამ კორუფციული მიზნებით აირჩია.

მისივე თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული მაგისტრალის მშენებლობისას ადამიანი დაშავდა, თუმცა საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს არცერთი შემთხვევა არ გამოუძიებიათ.

“საქართველოს მთავრობის მიერ კორუფციული ინტერესებით შერჩეული ჩინური კომპანია ახალ ჩქაროსნულ მაგისტრალს რიკოთის უღელტეხილზე ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე აშენებს, რასაც ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ერთი ადამიანი დაშავდა და ეს არ არის პირველი შემთხვევა. საქართველოს მთავრობას, საგამოძიებო ორგანოებს არცერთი ინციდენტი არ გამოუძიებიათ, ვინაიდან ირაკლი ღარიბაშვილი ამ ჩინურ ეფექტს, როგორც ქვეყნის განვითარების ეკონომიკურ მოდელს, ისე გვთავაზობს. ეს მაშინ, როცა ჩვენი არჩევანი დასავლური გზა და უსაფრთხო გარემოა”, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

ლაშა ფარულავას განცხადებას პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ რიკოთის უღელტეხილზე, სურამი-ჩუმათელეთის მონაკვეთზე ერთი მუშა დაიღუპა, ხოლო ერთი კი მსუბუქად დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპული ჩინეთის, ხოლო დაშავებული მუშა კი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ამ დროისთვის, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გავრცელებული ცნობებით, შემთხვევა საამქროს ტერიტორიაზე მოხდა, სადაც მშენებლობისთვის საჭირო კონსტრუქციებს ამზადებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს