11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

სანდრო რაქვიაშვილი - არ მგონია, ვინმე წუხდეს პარტიების დაფინანსებაზე, ეს შეიძლება იყოს კონკრეტულ პარტიებზე ზეწოლის ინსტრუმენტი - ნებისმიერი პარტიის გაუქმება შეუძლიათ ფაქტობრივად, იმხელა ძალაუფლება აქვს მთავრობას

არ მგონია, ვინმე წუხდეს პარტიების დაფინანსებაზე, ეს შეიძლება იყოს კონკრეტულ პარტიებზე ზეწოლის ინსტრუმენტი - ნებისმიერი პარტიის გაუქმება შეუძლიათ ფაქტობრივად, იმხელა ძალაუფლება აქვს მთავრობას, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის" ხელმძღვანელის განცხადებას, რომელიც აუდიტის სამსახურს მიმართავს, მოკვლევა დაიწყოს პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით უცხოეთიდან "უკანონო შემოწირულებების მიღებასთან დაკავშირებით".

რაქვიაშვილის თქმით, პარტიების ფინანსების კონტროლი კარგს არაფერს მოიტანს, თუმცა, ამ საკითხში მას ოპოზიციონერი კოლეგები არ ეთანხმებიან.

„ჩვენს ქვეყანაში ისეთი კანონმდებლობა გვაქვს, რომელსაც ყველა პარტია არღვევს, არც ერთი პარტია ჩვენით დაწყებული, "ქართული ოცნებით" დამთავრებული, არ მუშაობს ლეგალურად და თუ საჭირო იქნება, ყველა შეიძლება დააჯარიმო და დახურო კიდეც, იმხელა ძალაუფლება აქვს სახელმწიფო აუდიტს, რომელიც შემდეგ უკვე ექნება ანტიკორუფციულ სააგენტოს, რომელშიც გადადის ეს ფუნქცია. მე არ მგონია, რომ ვინმე წუხდეს პარტიების დაფინანსებაზე, ეს შეიძლება იყოს კონკრეტულ პარტიებზე ზეწოლის ინსტრუმენტი. სანამ არ გავაცნობიერებთ, რომ ნებისმიერი პარტიის გაუქმება შეუძლია ფაქტობრივად, იმხელა ძალაუფლება აქვს მთავრობას, სანამ არ ვიფიქრებთ, რომ ეს კანონმდებლობა შევცვალოთ, ეს რისკი სულ იქნება. ჩვენი პრობლემა იმაშია, რომ არც ერთი ოპოზიციური პარტია ჩვენს გარდა არ ითხოვს კანონმდებლობის შეცვლას, მიიჩნევენ, რომ პარტიების ფინანსები უნდა გაკონტროლდეს, არავინ დაგვიჭირა ოპოზიციიდან მხარი. არანაირი იმედი არ მაქვს, რომ ფინანსების კონტროლი რაიმე კარგს მოიტანს, ჩემი ნება რომ იყოს, გავაუქმებდი,"- განაცხადა რაქვიაშვილმა.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო