„ვინტომ“ ზუგდიდში „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე ავტომომსახურების ცენტრი გახსნა

„ვინტომ“ ზუგდიდში „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე, დავით აღმაშენებლის #89-ში ავტომომსახურების ცენტრი გახსნა. კომპანია ქსელის რეგიონალურ განვითარებას განაგრძობს და წლის ბოლომდე ახალ ობიექტს ბათუმშიც გახსნის.

„ვინტო“ „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა, რომელიც ავტომომსახურების ბაზარზე 13 წლიანი მოღვაწეობის შემდგომ ოპერირებას განახლებული ბრენდით განაგრძობს და 15 მომსახურების ცენტრის საშუალებით, განახლებული ბრენდის ღირებულებებითა და განვითარების თანამედროვე ხედვით, ავტომომსახურების სრულიად ახალ გამოცდილებას პირდება მომხმარებელს.

„მოხარული ვართ, რომ „ვინტოს“ პროდუქტების ფართო არჩევანი და დემოკრატიული ფასები ახლა უკვე ზუგდიდშიც იქნება ხელმისაწვდომი და „ვისოლთან“ ერთად მომსახურების ახალ გამოცდილებას შევთავაზებთ მომხმარებლებს. ახალგახსნილ ობიექტზე მოსულ მომხმარებელს 30% ფასდაკლებაც ელის პროდუქტებსა და მომსახურებებზე.“, აცხადებს „ვინტოს“ აღმასრულებელი დირექტორი ნიკა ხოდელი.

„ვინტო“ 20-ზე მეტი საერთშორისო ბრენდის პროდუქტებს წარმოადგენს საქართველოში, როგორიცაა ფრნაგული „ტოტალის“ საავტომობილო ზეთები, ფინური „ნოკიანის“ საბურავები, იტალიური „პირელის“ საბურავები, პოლონური „ორლენის“ საავტომობილო ზეთები, ბულგარული „მონბატის“ აკუმულატორები და ა.შ. შესაბამისად, მომხმარებელი საავტომობილო ზეთებს, უმაღლესი ხარისხის საბურავებს, აკუმულატრებს, ხუნდებს, ფილტრებს და სხვა საავტომობილო აქსესუარებს ნებისმიერ საფასო კატეგორიაში შეარჩევს, რაც „ვინტოს“ მნიშვნელოვანი კორპორაციული უპირატესობაა ბაზარზე.

„ვინტო“ „ვისოლ ჯგუფის“ ლოიალობის სისტემაშიცაა ჩართული და ერთგულ მომხმარებლებს საწვავზე -15, -20, -25 თეთრიანი ფასდაკლების მიღების შესაძლებლობასთან ერთად, „ვინტოში“ ბონუს ქულების დაგროვების, ქულებით „ვინტოს“ პროდუქტების შეძენის და პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე -10%, -12%, -15% ფასდაკლებით სარგებლობის საშუალებასაც აძლევს.

პროფესიონალი პერსონალი, სწრაფი სერვისი, რომელიც არ საჭიროებს 30 წუთზე მეტ დროს, მომხმარებლისთვის კომფორტული მოსასვენებელი/მოსაცდელი სივრცე ყველა ფილიალში, მოქნილი სამუშაო განრიგი, პროდუქტების ფართო არჩევანი და ავტომომსახურების 13 წლიანი გამოცდილება “ვინტოსთვის“ ამბიციური განვითარების მყარ საფუძველს წარმოადგენს. „ვისოლის“ მომსახურების ცენტრებში „ვინტოს“ არსებობა კი სინერგიას ქმნის და მომხმარებელს ერთ სივრცეში მრავალფეროვანი მომსახურების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

(R)

მარკეტა გრეგოროვა - კანონის ყველაზე დიდი პრობლემა მისი მიზანია - ის ევროპული გზიდან რუსეთის გზაზე გადასვლას ნიშნავს - მინდა ვუთხრა საქართველოს მოქალაქეებს, რომ საოცარი ხალხი ხართ და ასე გააგრძელეთ
ნიკოლოზ  ვაშაკიძე - ჩვენი პარტნიორები სანქციების პირველ ტალღას ვეტოს დაძლევის შემდეგ დაძრავენ, შემდეგ დააკვირდებიან არჩევნებს და შემდგომ ნაბიჯებს არჩევნების შედეგების მიხედვით გადადგამენ
ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2024
2024 წლის ახალი ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო - სულ მალე საქართველოში
კახა ოქრიაშვილი - სწორედ „ოცნების“ ამომრჩეველი გვაჩვენებს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე, რომ მას „ოცნების“ სატყუარების აღარ სჯერა!
„სოკარი“ თაღლითური სქემის შესახებ მომხმარებლებს აფრთხილებს
გორში „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა
USAID-ისა და „გორგიას“ პარტნიორობის ფარგლებში „გორგიას“ ხელოსანთა აკადემიის ტრენინგ ცენტრი გაიხსნა
„მახარებს, რომ ის შრომა, რომელსაც სწავლაში ვდებ, მართლაც ფასდება“ - გაიცანით „ნიკორა ჯგუფის“ სტიპენდიატი ანნა ჭიღლაძე