არდის და CalenAI-ის თანამშრომლობით, საქართველოსა და მსოფლიოში პირველი AI Enterprise ხელოვნური ინტელექტის მქონე ქართულენოვანი ხმოვანი სადაზღვევო ასისტენტი შეიქმნა

სადაზღვევო კომპანია არდიში მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური სიახლეა. არდელების რიგებს პირველი ხელოვნური ინტელექტის მქონე თანამშრომელი - არდიანა შეუერთდა.

არდიანა - პირველი AI Enterprise ხმოვანი ასისტენტია მსოფლიოში, რომელიც ქართულ ენაზე საუბრობს. ის არდის დაზღვეულებს პირველ ეტაპზე ყველაზე მოთხოვნადი მომსახურების - ოჯახის ექიმებთან ვიზიტების დაჯავშნაში დაეხმარება, უპასუხებს პირველივე ზარზე და არასოდეს დააყოვნებს მათ მოლოდინის რეჟიმში ყველაზე გაზრდილი მომართვიანობის დროსაც კი.

პროექტი ტექნოლოგიურ სტარტაპ CalenAI-სთან კოლაბორაციით შეიქმნა, რომელიც Georgian Startup Summit-ის ერთ-ერთი გამარჯვებული და Google-ის ჯილდოს მფლობელია Conversation Design-ის მიმართულებით.

როგორ შეხვდნენ თანამშრომლები არდიანას, რა პოზიტიურ ცვლილებებს უნდა ელოდნონ არდის დაზღვეულები არდიანას შექმნით და რას შეცვლის ეს სიახლე გლობალურად ქართულ ენასთან მიმართებაში, ამასთან დაკავშირებით Marketer გთავაზობთ საინტერესო ინტერვიუს არდის ბიზნესის განვითარების დირექტორთან - თეონა გოდერიძესთან და CalenAI-ის დამფუძნებელთან - ირაკლი ბესელიძესთან:

„პოსტ-პანდემიურ პერიოდში აღმოვაჩინეთ, რომ სულ უფრო და უფრო გვიჭირდა ისეთი საკადრო რესურსის მოძიება, რომელთაც ერთდროულად მოთხოვნადი და საჭირო ფუნქცია, მაგრამ ამავდროულად დიდწილად რუტინული საქმიანობა უნდა შეესრულებინათ. ასეთს წარმოადგენდა მაგალითად 24/7 რეჟიმში მომუშავე ქოლცენტრის ის თანამშრომლები, რომლებიც ოჯახის ექიმებთან ვიზიტების დაორგანიზებაში ეხმარებოდნენ ჩვენს დაზღვეულებს. საკადრო დეფიციტი კი ქმნიდა მოლოდინის რიგებს სატელეფონო არხებში, რომლის მიმართაც არცერთი ჩვენგანი ტოლერანტული არ ვართ მომხმარებლის ამპლუაში. სწორედ ამ დროს, ჩვენი ყურადღება მიიქცია ქართულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, CalenAI-იმ, რომელთან ერთადაც გადავწყვიტეთ შეგვექმნა ეს ტექნოლოგიური ექსპერიმენტი - უნიკალურ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული და ქართულ ენაზე მოსაუბრე ვირტუალური ხმოვანი ასისტენტი, რომელსაც - არდიანა ვუწოდეთ.

რამდენადაც მოულოდნელად არ უნდა ჟღერდეს, არდიანას გამოჩენას ყველაზე პოზიტიურად თავად ქოლ-ცენტრის თანამშრომლები შეხვდნენ. მათ ზუსტად გაიაზრეს, რომ ვირტუალური ხმოვანი ასისტენტი საშუალებას მისცემდათ დაეზოგათ საკუთარი დროის რესურსი მარტივ და რუტინულ ზარებზე, ხოლო მაქსიმალურად მეტი რესურსი ჰქონოდათ ისეთი ინდივიდუალური საჭიროების მომართვების ხარისხიანად მოსამსახურებლად, სადაც შეუცვლელი და უნიკალური - ადამიანური ემპათია, ფოკუსირება და პრობლემის ინდივიდუალური გადაწყვეტაა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ არდიანა უკვე საკმაოდ რთულ ლოგიკებს ამუშავებს და ცდილობს ქართულ ენაზე გამართულად ისაუბროს, ის სწავლას აგრძელებს ყოველდღიურად და მით უფრო იხვეწება, რაც უფრო მეტს ესაუბრებიან მას ჩვენი დაზღვეულები. ამიტომ, ჩვენი დაზღვეულების მხარდაჭერის დიდი იმედი გვაქვს, რომ ნაკლებად კრიტიკულები იქნებიან მის მიმართ და პირიქით, დაეხმარებიან, რომ ძალიან მალე გახდეს მათთვის ყველაზე კომფორტული ვირტუალური სადაზღვევო ასისტენტი.“ - აღნიშნავს თეონა გოდერიძე, არდის ბიზნესის განვითარების დირექტორი.

“ვამაყობთ, რომ ასეთი მნიშვნელობის პროექტზე ვიმუშავეთ არდისთან ერთად. საქართველოს ბაზარზე დამკვიდრებამდე CalenAI არაერთი წელია ოპერირებს უცხოეთი ბაზრებზე - ავსტრალიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუმცა, როგორც კი Google Conversation Design-ის პროტოტიპში პირველად გამოჩნდა ქართული ენა 2020 წელს, მაშინვე გაჩნდა იმის დიდი სურვილი, რომ პირველი ქართულენოვანი ხელოვნური ინტელექტის მქონე ხმოვანი ასისტენტი შეგვექმნა. ეს იყო საკმაოდ რთული და შრომატევადი გზა, მაგრამ გვიხარია, რომ ის წარმატებული აღმოჩნდა და პირველი, სრულყოფილი AI Enterprise ქართულენოვანი ასისტენტი გვყავს უკვე საქართველოში და მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ არდიანა ის უნიკალური პრეცედენტია, რომელიც თავად Google-ს აიძულებს ყოველწლიურად დახვეწოს ქართულენოვანი სკრიპტი და ისეთივე იდეალური სიზუსტის გახადოს, როგორც სხვა, ფართოდ გავრცელებული სასაუბრო ენებია. ჩვენ ვაგრძელებთ არდიანას კიდევ უფრო განვითარებას და ძალიან მალე არაერთ სხვა სადაზღვევო საკითხზეც გაუწევს ასისტირებას როგორც არდის დაზღვეულებს, ისე თავად არდის სატელეფონო ცენტრის თანამშრომლებსაც, რითიც მნიშვნელოვნად გაუადვილებს მათ ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმს“ - აღნიშნავს CalenAI-ის დამფუძნებელი ირაკლი ბესელიძე.

არდიანას გასაცნობად, არდის დაზღვეულებს შეუძლიათ ჩვეულებრივ ისარგებლონ არდის 24/7 სატელეფონო ცენტრში დარეკვით 0322101010 და ოჯახის ექიმთან ვიზიტის დასაგეგმად აკრიფონ ღილაკი - 3. დღეიდან ყველა ზარს უკვე არდიანა მოემსახურება.

(R)

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა