ლაშა კომახიძე - მდინარე კინტრიშიდან, თვეების მანძილზე, ინერტულ მასალას ეზიდებიან და ამ მეთოდებით "რუსული ოცნების" მაღალჩინოსნები ჯიბეებს ისქელებენ

მდინარე კინტრიშიდან, თვეების მანძილზე, ინერტულ მასალას ეზიდებიან და ამ მეთოდებით, ე.წ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განკარგულებით, თორნიკე რიჟვაძის აღსრულებითა და ლევან ზოიძის თავდახრილი მორჩილებით, "რუსული ოცნების" მაღალჩინოსნები ჯიბეებს ისქელებენ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქობულეთის საკრებულოს წევრმა, ლაშა კომახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გარდა იმისა, რომ კინტრიშის ხეობა ეროვნული ნაკრძალის სტატუსს ატარებს და სამუშაოები ფაქტობრივად, ლანდშაფტს ანადგურებს, ამავდროულად საფრთხე ემუქრება ზღვის სანაპიროს, რადგან მდინარიდან ზღვაში ნატანის ბუნებრივი გზით შეტანა აღარ ხდება.

„ამავდროულად, მძიმე ტექნიკის მასიურად და უწყვეტად მუშაობამ სოფ. ქობულეთისა და სოფ. ხუცუბნის მცხოვრებლებს დისკომფორტი შეუქმნა, განადგურდა ქალაქთან დამაკავშირებელი გზა. სწორედ ამიტომ, მოვითხოვთ, სასწრაფოდ შეჩერდეს სამუშაოები მდ. კინტრიშზე და მუნიციპალიტეტის მერმა გაგვცეს პასუხი, თუ სად მიდის მილიონობით კუბური მეტრი ინერტული მასალა,” - განაცხადა ლაშა კომახიძემ.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა