ინვესტირება სასტუმროში: ახალი ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე

გსმენიათ, რომ შეგიძლიათ ჩადოთ ინვესტიცია სასტუმროს ბიზნესში სასტუმროს სრულად ყიდვის გარეშე? სტრატეგია მარტივია: ინვესტირებული თანხით მიიღებთ სასტუმროს ოთახებს და თქვენს ინვესტიციას უძრავი ქონებით გაამყარებთ. ამასთან, თქვენ სტაბილურად მიიღებთ წილს სასტუმროს რეალიზაციის პროპორციულად.

კლასიკურად, ყველა სასტუმრო დაწესებულების სამიზნე ჯგუფი სტუმრებია. თუმცა, თანამედროვე ბაზარზე ეს სფერო ინვესტორების ინტერესის საგნადაც იქცა. მოდით გავიგოთ, ინვესტირების ახალი და აწ უკვე პოპულარული პრაქტიკის შესახებ.

რას ნიშნავს სასტუმროში ინვესტირება?

ინვესტორებმა, რომლებიც ფინანსების დაბანდების სხვადასხვა საშუალებას ეძებენ, ასეთ ინოვაციურ მეთოდს მიაგნეს: ისინი ინვესტიციებს დებენ პოპულარულ სასტუმროში, რათა გაქირავების შემდეგ, თავადაც მიიღონ სარგებელი. ამ შემთხვევაში მათ არ უწევთ ძვირადღირებული უძრავი ქონების შეძენა პოტენციური მოგების მიზნით. გაცილებით ნაკლები დანახარჯით კი პასიური შემოსავლის წყაროს პოულობენ.

რა უპირატესობები აქვს სასტუმროში ინვესტირებას?

  1. მაღალი მოთხოვნა

სასტუმროების პოპულარულობას შესაბამისი კომპანიების მიმართ ერთგულებაც იწვევს. ბრენდი, რომელსაც კარგი სერვისი აქვს, მუდმივად იზიდავს კლიენტებს, ეს კი წარმატებული ბიზნესინვესტიციის გარანტიაა.

  1. ნაკლები დანახარჯი

სასტუმროში ინვესტიციის ჩადებით, თქვენ უზრუნველყოფის სახით მიიღებთ სასტუმროს ნომერს და გახდებით პარტნიორი მთელი სასტუმროს შეძენის გარეშე. ეს კი ინვესტირების ბევრად მოქნილი და მარტივი გზაა, ნაკლები ფინანსური დანახარჯით.

  1. დაბალი რისკები

ცნობილი კომპანიის სასტუმროს არჩევით, თქვენ ირჩევთ ერთგულ კლიენტებსაც, რაც გულისხმობს იმას, რომ თქვენ აღარ მოგიწევთ თქვენი უძრავი ქონების გაქირავებაზე ზრუნვა. შესაბამისად, ასეთი სახის ინვესტიცია, სხვა ბიზნეს-სტრატეგიებთან შედარებით, დაბალ რისკებს შეიცავს და ქმნის უფრო დაცულ საინვესტიციო შესაძლებლობებს.

  1. სტაბილური პასიური შემოსავალი

კომპანია თავად იღებს პასუხისმგებლობას ყველა საოპერაციო ხარჯზე და დამოუკიდებლად მართავს სასტუმროს. თქვენ მუდმივად გექნებათ წვდომა გამჭვირვალე პროცესებსა და ფინანსურ მონაცემებზე, რომელთაც ძირითადად დამოუკიდებელი საკონსულტაციო ფირმები ამუშავებენ.

  1. დამატებითი ხარჯების სიმცირე

სასტუმროში ინვესტირებისას, თქვენ იხდით მხოლოდ გადასახადებს და დამატებით ხარჯებზე ფიქრი არ გიწევთ. მაგალითად, თუ კლასიკურ შემთხვევაში, მოგიწევდათ კომუნალური გადასახადების დაფარვა ან დაზიანებული ნივთის შეკეთება, ახლა გაუთვალისწინებელ ხარჯებს სასტუმრო დაფარავს. შესაბამისად, თქვენი ქონება წლების მანძილზე შეინარჩუნებს სათანადო მდგომარეობას.

არსებობს თუ არა საქართველოში ეს საინვესტიციო პრაქტიკა?

აღნიშნული ტრენდი საკმაოდ წარმატებულია არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ეს ქვეყანა კი საუკეთესო შესაძლებლობებს ქმნის უძრავი ქონების ინვესტორებისთვის. საამიროებში სასტუმროს ნომრის ფასი, ჩვეულებრივ აპარტამენტებთან შედარებით, 30%-ით მეტია. სასტუმროს სტანდარტული ნომრის (25 კვ.მ) ფასი კი 210,000$-იდან იწყება, შიდა ბრუნვის საშუალო მაჩვენებელი კი 8-10%-ია. იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც ეს ტრენდი უკვე პოპულარულია, საქართველო ყველაზე ხელმისაწვდომი ფასებით გამოირჩევა.

ეს საინვესტიციო პრაქტიკა მალე საქართველოშიც პოპულარული გახდება. მაგალითად, გონიოს სანაპიროზე შენდება საქართველოს პირველი პრემიუმ ტიპის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო - Pontus Rotana Resort & Spa, რომელსაც არაბეთის გაერთიანებული საამიროების ბრენდი ხელმძღვანელობს. ეს პროექტი მნიშვნელოვნად განსხვავდება ქართულ ბაზარზე არსებული სერვისული სასტუმროებისგან და ახალი სიტყვაა უძრავი ქონების ინვესტიციის კუთხით.

პონტუს დეველოპმენტი აშენებს პირველ საინვესტიციო სასტუმროს აჭარაში. ამ პრემიუმ კლასის სივრცეს მართავს ცნობილი ბრენდი Rotana. ახალი კომპლექსი შენდება გონიოში, რეგიონის ერთ-ერთ საუკეთესო სანაპიროზე და მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს სტუმრებს: რესტორნებს, აუზებს, სპას, კაზინოს, საკონფერენციო დარბაზებს...

ბრენდი Rotana ცნობილია განსაკუთრებული მომსახურებითა და შეთავაზებებით, რომელთა შორისაცაა:

  • 600,000 ტურისტული სააგენტო მსოფლიოს მასშტაბით;
  • 700,000-ზე მეტი აქტიური წევრი სხვადასხვა ქვეყნიდან;
  • 6 მილიონზე მეტი სტუმარი ყოველწლიურად;
  • სტუმრების 73%-ზე მეტის რეკომენდაცია;
  • 100-ზე მეტი სასტუმრო მსოფლიოში.

ჩამოთვლილი ფაქტორები ქმნის ყველა ხელსაყრელ პირობას იმისთვის, რომ 14%-მდე შიდა ბრუნვა (IRR) მიიღოთ. ამავეს მოწმობს დამოუკიდებელი საკონსულტაციო კომპანიის Cushman & Wakefield-ის მიერ ჩატარებული კვლევაც.

გაყიდვების პროცესი მალე დაიწყება, მანამდე კი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ კომპანიის ვებგვერდს www.pontus.ge.

(R)

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო