ბონდო თედორაძე - თხილის ექსპორტიორი კომპანიის წარმომადგენლები და ხელისუფლების ჩინოვნიკები, მონოპოლიურ ბიზნესში თანაბრად არიან ჩართული, რის გამოც წლებია, კილოგრამი თხილის ფასი იკლებს

თხილის ექსპორტიორი კომპანიის წარმომადგენლები და ხელისუფლების ჩინოვნიკები, მონოპოლიურ ბიზნესში თანაბრად არიან ჩართული, რის გამოც წლებია, კილოგრამი თხილის ფასი კლებულობს და წელს საერთოდ კატასტროფულ მინიმუმამდეა დასული, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქობულეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ბონდო თედორაძემ განაცხადა.

როგორც პარტიაში აცხადებენ, ბონდო თედორაძე საკრებულოს წევრებთან ერთად, ქობულეთის სოფელ ქაქუთში მცხოვრებ ფერმერებს შეხვდა, სადაც თხილის მოსავალზე, გაუფასურებულ ფასზე და რეალიზაციაზე ისაუბრა.

„აქვე უნდა ვთქვათ თხილის ხარისხზე, რატომ არის თხილი უხარისხო?! მაშინ როცა ადგილობრივი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწოდებული ექსტენციის ფარგლებში, ფერმერებისგან თხილის შეწამვლა ხდება? საქმე იმაში გახლავთ, რომ აჭარაში აგრომაღაზიების ქსელი, მოქმედი მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის მამის საკუთრებაშია და სწორედ მას შემოაქვს უხარისხო შხამქიმიკატები, რომლის გამოყენების შემდეგ მცენარე უფრო ზიანდება, ვიდრე მასზე სხვადასხვა მავნებელი მწერების მოცილება ხდება,” - განაცხადა ბონდო თედორაძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა