გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის, დავით კარგარეთელის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ამორტიზებული ლიფტების დემონტაჟისა და ახალი ელექტრონული ლიფტების მონტაჟის პროექტი განხორციელდება.
ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სატენდერო პროცედურები უკვე დაწყებულია, ხოლო მწყობრიდან გამოსული ლიფტების რეაბილიტაციის ახალი პროექტი გარდაბნის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან განხორციელდება.