ბათუმის ბულვარში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, უკრაინის მოქალაქეები შეიკრიბნენ

ბათუმში უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბულვარში მდებარე ტარას შევჩენკოს ბიუსტთან უკრაინის მოქალაქეები შეიკრიბნენ. ამ დღესთან დაკავშირებით, უკრაინის მოქალაქეებმა სიმბოლურად დროშები და სხვადასხვა ისტორიული თემატიკის ნივთები გამოფინეს.

მათი თქმით, დღეს უკრაინისთვის გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„უკრაინაში ომის შემდეგ, ბათუმში მეორეჯერ აღვნიშნავთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს. ისტორიული თარიღი, უკრაინის მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია. ამ დღესთან დაკავშირებით, ბათუმში დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება გაიმართება. მასში უკრაინელებთან ერთად ადგილობრივებიც მიიღებენ მონაწილეობას. ძალიან ბედნიერი ვართ, რომ ბათუმში უკრაინელები კომფორტულად გრძნობენ თავს, თუმცა პრობლემები ძალიან ბევრია, რომელიც მოსაგვარებელია. სამწუხაროდ უკრაინელი მოქალაქეებისთვის ყველაფერს ვერ ვაკეთებთ, წელიწადნახევრის განმავლობაში ბევრმა მოახერხა დასაქმება, ასევე ბევრი უმწეოა და რესურსი არ არის, რომ ბინადრობა მიიღონ”, განაცხადეს შეკრებილებმა.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა