რუსთავის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქალაქ რუსთავში მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს აშენებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ორსართულიანი, დახურული ტიპის სპორტულ კომპლექსში სპორტის სხვადასხვა სახეობის: კრივის, კალათბურთის, ფრენბურთის, ჭიდაობის, ხელბურთის, მინი ფეხბურთის და ტრენაჟორის დარბაზები ეწყობა.

კომპლექსი მოიცავს მისი ფუნქციონირებისათვის აუცილებელ და საჭირო სივრცეებსა და სათავსოებს - გასახდელებს, ინვენტარის შესანახ და დასასვენებელ ოთახებს, სველ წერტილებს. ეწყობა 1500 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და საკონფერენციო დარბაზი.

სპორტულ კომპლექსს ექნება ღია კაფე, ავტო პარკინგი და რეკრეაციული ზონა, საფეხმავლო ბილიკებითა და გარე განათებით.

პროექტი, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ხორციელდება, დასკვნით ფაზაშია. მისი ღირებულება, დაახლოებით, 21 მილიონ ლარს შეადგენს.

რუსთავის სპორტული კომპლექსის პროექტი შემუშავებულია საერთაშორისო ფედერაციების (FIBA, IHB, FIVB) სტანდარტების გათვალისწინებით.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო