ონის მერის განცხადებით, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 29 ცხედრიდან 28 იდენტიფიცირებულია

ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგი ხიდეშელის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში 29 მოქალაქის ცხედარი არის ნაპოვნი, აქედან 28 არის იდენტიფიცირებული.

მისივე თქმით, 4 მოქალაქის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

„აქტიურ რეჟიმში გრძელდება საძიებო სამუშაოები, როგორც სტიქიის ლოკაციაზე, ასევე, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში, როგორც ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ასევე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.

მცირედი შანსიც კი სანამ იქნება, საძიებო სამუშაოები გაგრძელდება“, - განაცხადა სერგი ხიდეშელმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს