რუსთავში „განახლებული რეგიონების“ პროგრამა გრძელდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტები რუსთავში აქტიურ ფაზაშია.

როგორც რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროგრამას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

„პროგრამის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში სამუშაოები რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. უკვე დასრულდა პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოები, რაც ითვალისწინებდა ქალაქ რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, ჯამში, 21 შენობის რეაბილიტაციას და მიმდებარე საფეხმავლო ზოლისა და ველო ბილიკის მოწყობას.

ასევე, დასრულდა რუსთავის შემოსასვლელისა და თამარ მეფის სახელობის მოედნის, ჟიული შარტავას სახელობის მოედნის, შოთა რუსთაველის სახელობის მოედნის, ლადო მესხიშვილის ქუჩაზე არსებული სკვერის, დიდების მემორიალის მოპირდაპირედ არსებული სკვერის (მეგობრობის გამზირის მიმდებარე საგამოფენო სივრცე) და დიდების მემორიალის მიმდებარე სკვერის (ცურტაველის ქუჩა) რეაბილიტაცია.

ამ ეტაპზე, მეგობრობის ქუჩაზე მიმდინარეობს პროგრამის მესამე ფაზით გათვალისწინებული სამუშაოები. რუსთავში პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, 50 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება