„ევრონიუსის“ გადამღები ჯგუფი ბათუმის შესახებ ვრცელ რეპორტაჟს ამზადებს

საერთაშორისო კომპანია „ევრონიუსი“ ბათუმის შესახებ ვრცელ რეპორტაჟს ამზადებს, რომელიც პოპულარულ სამოგზაურო გადაცემაში „Explore” გავა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სიუჟეტით, არხის მილიონობით მაყურებელს საშუალება ექნება გაიცნოს ბათუმის მრავალფეროვანი ტურისტული შესაძლებლობები, ქალაქის ძველი და თანამედროვე სახე, ეკოტურისტული მიმართულებები, ქართული გასტრონომია, ფოლკლორი და ღვინის დაყენების 8,000 წლოვანი ტრადიცია.

„გადაცემა „Explore”-ის გადამღებმა ჯგუფმა გადაღებები ბათუმიდან დაიწყო და მთავრობის თავმჯდომარისგან აჭარის საინვესტიციო გარემოს, ტურისტული, ეკონომიკური შესაძლებლობების და განვითარების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

აჭარული სამზარეულოსთვის დამახასიათებელ კერძების მასტერკლასები, ფოლკლორ-შოუ და ქართული ღვინის ქვევრიდან ამოღების პროცესი ევრონიუსმა ქობულეთში გადაიღო. გადამღები ჯგუფი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით სტუმრობს.

რეგიონის პოპულარიზაციისა და უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს უცხოელი ჟურნალისტებისა და ტურისტული სააგენტოების ვიზიტი აჭარაში. მიმდინარე წელს, აჭარას უკვე სტუმრობდა სერბი, კორეელი, არაბი, უზბეკი, ყაზახი, პოლონელი, ებრაელი, გერმანელი, სომეხი და თურქი ჟურნალისტები. 2022 წელს, ბათუმმა 500-მდე ჟურნალისტს, ბლოგერსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს მასპინძლობდა.

წელს, ევრონიუსზე აჭარის ორთვიანი საიმიჯო კამპანია მიმდინარეობდა. საერთაშორისო ტელეკომპანიის ეთერში რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებს მილიონობით მაყურებელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაეცნო. ევრონიუსს მსოფლიოს მასშტაბით 400 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს. ის 160 ქვეყანაში 17 ენაზე მაუწყებლობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტების სატელევიზიო რეკლამა BBC -სა და Deutshce Welle-ს ეთერში განახორციელა. აქტიურად მიმდინარეობს რეგიონის პოპულარიზაცია ტრადიციულ სამიზნე ქვეყნებსა და ახლად დამატებულ ევროპულ ბაზრებზეც“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა