ბათუმის მერი - ომის პარტია ვერ შეძლებს წინ აღუდგეს იმას, რასაც ათეულობით წლის განმავლობაში დაგროვილი პრობლემის მოგვარება ჰქვია

ომის პარტია ვერ შეძლებს წინ აღუდგეს იმას, რასაც ათეულობით წლის განმავლობაში დაგროვილი პრობლემის მოგვარება ჰქვია, - ამის შესახებ ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა.

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის ბრალდებებს არჩილ ჩიქოვანმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა ფაქტის დამახინჯებას იმ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც დაისვა ომის პარტიის დეპუტატის მიერ.

„აქ არის ორი კომპონენტი, ერთი - მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მცხოვრები ადამიანების დაკმაყოფილება და მეორე, რაც არ მოეწონათ, არის ის, რომ დაახლოებით 3500 კვ.მ ქალაქ ბათუმის საბინაო ფონდში წარიმართება, რომელიც სამომავლოდ როგორც ავარიულ სახლებში მცხოვრები ოჯახების, ასევე, ბუნებრივია, სხვა სოციალურად შეჭირვებული ადამიანების დაკმაყოფილებას მოხმარდება. ამ პროგრამის დისკრედიტაცია არ გამოვა და ვერავინ შეძლებს წინ აღუდგეს, იმას, რასაც ათეულობით წლის განმავლობაში დაგროვილი პრობლემის მოგვარება ჰქვია“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება